Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ვარშავის უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე სემესტრის შემდეგი ფაკულტეტების სტუდენტებს:

  • სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ეკონომიკა და ბიზნესი;
  • იურიდიული;
  • ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები;

 

 

მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge