Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია) კვლევითი სტაჟირებისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის და დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე,  მესამე  და  მეოთხე  სემესტრის  შემდეგი  მიმართულების  სტუდენტებს: პოლიტიკის მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა, ბიოლოგიის სადოქტორო პროგრამა (ბიო- მრავალფეროვნების მოდული), ფილოლოგიის სადოქტრო პროგრამა (სლავური ფოლოლოგია), ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა (იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება), ფილოლოგიის სადოქტრო პროგრამა (კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა), ისტორიის სადოქტორო პროგრამა (კავკასიოლოგია), აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის ისტორია;
  2. სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული) მქონე თსუ-ს პერსონალს, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: პოლიტიკის მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა, ბიომრავალფეროვნება/ბოტანიკა, სლავური ფილოლოგია, იბერიულკავკასიური ენათმეცნიერება, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა, კავკასიოლოგია, აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის ისტორია, არქეოლოგია, ბიზნესი და ეკონომიკა, ფსიქოლოგია

 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:

  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის: 3 (სამი) თვე;
  • სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული) მქონე თსუ-ს პერსონალისათვის: 1 (ერთი) თვე;

 

სტიპენდიის სრული მოცულობა:

  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის: ჯამური 3.600 ევრო;
  • სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული) მქონე თსუ-ს პერსონალისათვის: ჯამური 2000 ევრო.

 

მობილობის პერიოდი: შერჩეული კანდიდატები ვალდებული არიან მობილობის გეგმა ისე შეადგინონ, რომ სტაჟირება და შესაბამისად, მიმღებ ქვეყანაში დარჩენა დასრულდეს არაუგვიანეს 2026 წლის 30 იანვრისა.

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.