ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის IES TEIS ვიგოში (ესპანეთი) სტაჟირების გავლის მიზნით ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
მოცემული სტაჟირების დასრულების შემდეგ კრედიტების აღიარება სავალდებულოა!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის შემდეგი მიმაღტულების სტუდენტებს: კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება
- კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების აპლიკანტების შემთხვევაში: სტაჟიორების მიმღები კომპანია ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას, შესაბამისად, აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ რელევანტური აკადემიური ცოდნა და გამოცდილება.
- ბიზნესის ადმინისტრირების აპლიკანტების შემთხვევაში: აპლიკანტის აკადემიური/პროფესიული ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენდეს - ევროპასა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები; აგრეთვე აპლიკანტს მოეთხოვება აღნიშნულ თემაზე ანალიტიკური ნაშრომის მომზადება
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2-3 თვე
!!გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევისა და (საჭიროების შემთხვევაში) სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.