Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა კონკურსი თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარიზ-საკლის უნივერსიტეტში და რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი) ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

გამოცხადდა კონკურსი თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარიზ-საკლის უნივერსიტეტსა და რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და საფრანგეთში

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის, ბიოლოგიისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებების, ასევე თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

 

 

მობილობის პერიოდი: 2021 წლის ოქტომბერი-2022 წლის ივნისი

 

მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე/10 დღე

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, მათ შორის, წარსადგენი საბუთების სიის სანახავად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს.