Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სასწავლო კურსი - ნეირონული გამოთვლები და გენერაციული AI

Higgs და TSU-ს ცოდნის გადაცემის და ინოვაციების ცენტრი იწყებს ერთობლივ სასწავლო კურსს ნეირონული გამოთვლებისა და გენერაციული AI-ის მიმართულებით, სადაც სტუდენტები შეისწავლიან Machine Learning-სა და GPT მოდელებს პირველადი პრინციპებიდან, თეორიისა და პრაქტიკული იმპლემენტაციის კომბინაციით.

კურსის ფორმატი:

კურსის ხანგრძლივობა - 6 კვირა | დასაწყისი - მარტის მეორე კვირიდან (ზუსტ დეტალებს - თარიღი, დრო და ლოკაცია შეგატყობინებთ კურსის დაწყებამდე)

კვირაში 1 შეხვედრა – 2 საათი

სახლში საყურებელი ვიდეოები + შეხვედრებზე გარჩევა და პრაქტიკული იმპლემენტაცია

კურსის სილაბუსი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/81D0I

კურსის გავლის წინაპირობა:

- Python

- კალკულუსი

- მრავალცვლადიან ფუნქციათა ანალიზი

- წრფივი ალგებრა

პროექტი საპილოტე ხასიათისაა – მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია

დარეგისტრირდი და შეავსე სამოტივაციო წერილი სარეგისტრაციო ფორმაში

სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/BJyTnxQdcTNctxMYA

საკონტაქტო ინფორმაცია - beqa.avaliani@tsu.ge

ორგანიზატორები:

HIGGS - AI Talent Club

თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი.