geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა მიღება 2026-2027 ს/წ  (ბრძანება N261/01-01; 13.08.2026)

 

იმ პირთათვის, რომლებმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაასრულეს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, დოკუმენტების მიღების ვადაა - 18 - 27 აგვისტო.

 

დოკუმენტაციის მიღება მოხდება მატერიალურად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, კანცელარია, ოთახი N114.

  

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (18 -27 აგვისტო) - წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე;

ბ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ)სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებას;

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგამნათლებლო პროგრამაზე სწვლის უფლების მოპოვების შემდგომ, შესაბამის ფაკულტეტზე 7-14 სექტემბერს მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ბ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

გ)ორი ცალი ფოტოსურათი (3X4);

დ)სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

ე)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).