Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ერმილე ბურჭულაძე
    ისტორიკოსი
    date of birth 1901

    1928-1934 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე ასპირანტურა. 1934 წლიდან მუშაობდა სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1935-1937 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, 1937-1939 წლებში - საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი. 1939-1947 წლებში - ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი და მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე. 1953-1954 წლებში თსუ-ის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962). ე.ბურჭულაძეს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები მეცნიერული კომუნიზმის საკითხების შესახებ. დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის” ორდენითა და მედლებით. გარდაიცვალა 1970 წელს.