ალიო ადამია
მწერალი, პუბლიცისტი
date of birth 1914
1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1931 წელს. 1932 წელს გამოვიდა მისი პირველი ლექსების კრებული: ,,რამდენიმე ლექსი’’. მომდევნო პოეტური კრებულებიდან აღსანიშნავია: "ქორწილი კოლხიდაში" (1941), "მესხეთის გაზაფხული" (1949), "უბის წიგნიდან" (1953), "ცისფერი აივანი" (1964), "სიყვარულისა და სიკვდილის ბალადა" (1969). ალიო ადამია ასევე ავტორია მოთხრობების და ნარკვევების კრებულებისა - "სოფლის გზებზე" (1948), "დილა მტკვრის ხეობაში" (1952), "ხერგა" ამარცხებს "რიონს" (1967), რომანისა "დიდი და პატარა ეკატერინე" (1973) და ა.შ. 1930-1936 წლებში მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის", ხოლო 1942-1954 წლებში ,,კომუნისტის’’ რედაქციებში. 1963-1968 წლებში იყო გამომცემლობა "ხელოვნების" დირექტორი. 1963-1968 წლებში "მერანის" განყოფილების გამგე, 1968-1980 წლებში გაზეთ "საბჭოთა საქართველოს" მთავარი რედაქტორი. გარდაიცვალა 1980 წელს.
შრომები
- დამნაშავის კვალდაკვალ. რედ - ადამია, ალ. თბ., 1969.
- დედის ზმანება. ლექსები. თბ.: საბჭოთა მწერალი. 1962.
- დიდი და პატარა ეკატერინე. ხელმეორე გამოცემა. თბ.: ნაკადული, 1989.
- დიდი და პატარა ეკატერინე [რომანი]. თბ.: “საბჭოთა საქართველო”. 1977.
- დიდი და პატარა ეკატერინე [რომანი]. თბ.: ნაკადული. 1974.
- დიდი და პატარა ეკატერინე. რომანი. თბ.: “საბჭოთა საქართველო”. 1972.
- დილა მტკვრის ხეობაში. მოთხრობები. თბ.: საბჭოთა მწერალი. 1952.
- ლექსები. ბალადები. თბ.: მერანი. 1988.
- ლექსები. რედ - ირაკლი აბაშიძე და სხვ. თბ.: ლიტ. და ხელოვნება. 1967.
- მსახიობის სიკვდილი. დრამა 4 მოქმ, 5 სურათად. თბ.: ხელოვნება, 1958.
- სიკვდილი ერთი დღით ადრე. რომანი. თბ.: მერანი, 1979.
- სიმღერა მაისის ცვარში [ლექსები]. თბ.: ნაკადული, 1970.
- სოფლის გზებზე. ნარკვევი. თბ.: სახელგამი, 1948.
- უბის წიგნაკიდან [ლექსები]. თბ.: საბლიტგამი, 1953.
- ქორწილი კოლხიდაში. თბ.: სახელგამი, 1941.
- ყარნაბას ნაპირებზე. თბ.: სახელგამი, 1951.
- შეხვედრა მერხეულში. თბ.: კომუნისტი. 1946.
- შვიდნი ძმანი მურზაყანნი. ლექსები და ბალადები. თბ.: მერანი. 1975.
- ცისფერი აივანი. [ლექსები და ბალადები]. თბ.: საბჭოთა საქართველო, 1964.
- “ხერგა” ამარცხებს რიონს [მოთხრობები]. თბ.: საბჭოთა საქართველო. 1967.
- ხექალა. ბალადები. თბ.: საბლიტგამი. 1959.
- ხექალა. ბალადები. თბ.: საბლიტგამი. 1958.