Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ოთარ გიგინეიშვილი
    ისტორიკოსი
    date of birth 1916

    1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1947 წელს სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლომატიური სკოლა. 1947 წლიდან გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1947-1954 წლებში მუშაობდა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშედ. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ექსპერტ-კონსულტანტად და მინისტრის თანაშემწედ. 1956-1958 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი. 1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაშია. იკვლევდა თურქეთის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიას; თურქეთის, ირანისა და რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ; თურქეთში მიმდინარე ეთნო-რელიგიურ პროცესებს. 1968-1990 წლებში იყო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეების მეგობრობისა და კულტურის ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე, 1963-1983 წლებში საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. ოთარ გიგინეიშვილი არის სსრკ-ს დამსახურებული მწვრთნელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.გარდაიცვალა 1990 წელს.