Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    გურამ დოჩანაშვილი
    მწერალი
    date of birth 1939

    1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ისტორიის მიმართულებით. 1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში. 1975-1985 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია.

    შრომები:

    • ათასი წვრილმანი [მოთხრობა]. თბ., “ნაკადული”, 1972
    • არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც. პირველი გამოცემა. თბ.,”საარი”, 2009
    • ბაქანი: მოთხრობები. თბ., “მერანი”, 1988
    • განსმდგომი შუაკაცი [მოთხრობები]. თბ., “ნაკადული”. 1983
    • გივიზე [მოთხრობა]. რედ. ნ. მგალობლიშვილი. თბ., “აისი”. 2005
    • იქამდე [მოთხრობები]. თბ., “ნაკადული”, 1991
    • მთის გადაღმა [მოთხრობები]. თბ., “ლიტ. და ხელოვნება”, 1966
    • მოთხრობები. მეორე გამოცემა. თბ., “საბჭ. საქართველო”, 1987
    • მხიარული ბორცვი. [მოთხრობები]. თბ., “ნაკადული”, 1971
    • ორი მოთხრობა. თბ., “მერანი”, 1984
    • სამოსელი პირველი. / რედ. -  ნ. ელიზბარაშვილი. მხატვ. - რ. რურუა. თბ., “მერიდიანი”, 2011
    • სამოსელი პირველი. მეორე გამოცემა. თბ., “საბჭ. საქართველო”, 1990
    • სამოსელი პირველი. მეორე გამოცემა. თბ., “საბჭ. საქართველო”, 1982
    • სამოსელი პირველი. რომანი. თბ., “მერანი”, 1980
    • საქმე [მოთხრობები]. თბ., “მერანი”, 1974

    ბიბლიოგრაფია