რევაზ თვარაძე
მწერალი
date of birth 1928
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1966-1967 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგედ, 1967-1968 წლებში - გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორად, 1973-1975 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორად. ასევე, ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელ მდივნად, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ და სხვ. 1968 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1952 წლიდან. თარგმნილი აქვს მ. ლერმონტოვის, ა. ბლოკის, ა. ისააკიანის თხზულებანი, უილიამ ფოლკნერის რომანები: "სოფელი", "ქალაქი" და სხვ. გარდაიცვალა 2006 წელს.
- შრომები
- გალაკტიონი. თბ., 1972
- თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა. თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1985
- ლიტერატურული წერილები. თბ., “საბჭ. საქართველო”. 1964
- წერილები. ლეგენდა გალაკტიონის ცხოვრებისა. თბ., “მერანი”, 1979
- წიგნი და მკითხველი. თბ., “საბჭ. საქართველო”, 1971
- ძველი ქართული მოთხრობა V-XII საუკუნეები. თბ., 1979