იური კაჭარავა
ისტორიკოსი
date of birth 1913
1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1938 წლიდან თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებს, სკკპ ისტორიას, სსრკ ისტორიასა და ქართული ისტორიოგრაფიის კურსს. 1946-1954 წლებში იყო მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1954-1958 წლებში სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1958 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. მუშაობდა XIX-XXსს. საქართველოს ისტორიის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, ეროვნული საკითხის თეორიისა და ისტორიის და ქართული ისტორიოგრაფიის საკითხებზე. გარდაიცვალა 1994 წელს.