ლიანა მელიქიშვილი
ისტორიკოსი
date of birth 1943
ლიანა მელიქიშვილი დაიბადა 1943 წლის 17 მარტს, ქალაქ თბილისში. 1960-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და გახდა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1990-1992 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992-1994 წლებში ადამიანთა და ნაციონალური უმცირესობის უფლებათა დაცვის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. 2001 წლიდან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია. 1967-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ეთნოკონფლიქტების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი, კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე, მთავარი სპეციალისტი და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 2003-2009 წლეში იყო კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის.