სოფიო ხუციშვილი
გეოლოგი
date of birth 1968
დაიბადა 1968 წლის 11 ივნისს. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1990-1991 წლებში იყო ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სტრატიგრაფია-პალეონტოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი, ხოლო 1991-2006 წლებში ამავე განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სოფიო ხუციშვილის კვლევის ინტერესების სფეროა: ბიოსტრატიგრაფია (გვიან-შუა მიოცენური ასაკის ნავთობშემცველი ქანების სტრატიგრაფია მოლუსკების მიხედვით) სედიმენტების სტრატიგრაფიული კვლევა. ქანთა დათარიღება ახალი სახეობების აღმოჩენაზე დაყრდნობით და დღემდე არსებულ მონაცემებთან შეჯერებით. აბსოლიტური ასაკის და სტრატიგრაფიული ქრონოლოგიის შეჯერება-განახლება. ისეთი ფაქტორების გააზრება, როგორიც არის კლიმატი, ზღვის დონის ცვალებადობა და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში: 32-ე საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესი: ,,Paleogene Achara-Trialeti Back-arc Rift Basin: Formation and Evolution"(იტალია: ფლორენცია, 2004 წელი), "შეცოცებითი სარტყლები და ფორლანდური აუზები"-ს გაერთიანებული შეკრება: "Oligocene-Neogene Growth Strata at Eastern Achara-Trialeti Fold and Thrust Belt, Georgia." (საფრანგეთი, პარიზი: 2005 წელი), “რეგიონალური გეოლოგიისა და მეტალოგენიური შესწავლის მიღწევები კარპატებში, ბალკანეთში, როდოპის მასივსა და კავკასიაში (რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი და საქართველო)”: ,,Uraveli Sequence: Implication for Basin Analysis. Georgia.” (სერბეთი: ბორი, 2007 წელი). 2004-2005 წლებში მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო პროექტში: ’’აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონისა და მისი მიმდებარე რეგიონების ცარცულ-პელეოგენური ვულკანური და ვულკანოგენურ-დანალექი ქანების ლითოგენეზისი და ევოლუციის კანონზომიერება’’, ხოლო 2008-2010 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული ფონდის სამეცნიერო პროექტში: "ბოლნისის მადნიანი რაიონის ოქრო-სპილენძპორფირული და ეპიგენეტური, მცირე სულფიდური ოქროს გამადნება, მისი ფორმირების პირობები და ეკონომიკური პერსპექტივა". 2006 წლიდან დღემდე ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის სტრატიგრაფია-პალეონტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.