თამარ ბერეკაშვილი
სოციოლოგი
date of birth 1952
თამარ ბერეკაშვილმა 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი ბიოკიბერნეტიკის სპეციალობით, 1980 წელს კი – საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1983 წელს გაიარა ამავე ინსტიტუტთან არსებული სინქრონული თარგმნის კურსები. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1972-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1984-1991 წლებში – ამავე აკადემიის ეროვნებათშორისი ურთიერთობების კვლევის ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1991-2006 წლებში – ფილოსოფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. ამავე დროს, 1991-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, 1984-1994 წლებში – საქართველოს პარლამენტის კვლევით დეპარტამენტში განყოფილების გამგედ, 2006-2008 წლებში კი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოქალაქეებთან ურთიერთობის დეპარტამენტში განყოფილების გამგედ. 1991-2006 წლებში იყო სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1984-1991 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნებათშორისი ურთიერთობების კვლევის ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი. სხვადასხვა დროს მოწვეული პროფესორის რანგში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ფილოსოფიის ფაკულტეტზე (1996-2005 წლები) და ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე (2003-2008 წლები). 2006 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში. მათ შორის აღსანიშნავია: საერთაშორისო სემინარი: ,,სოციალური მეცნიერებების განვითარების ისტორია პოსტსაბჭოთა სივრცეში’’ (მინსკი, 2006 წელი), საერთაშორისო სიმპოზიუმი: ,,ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები’’ (2007 წელი), საერთაშორისო კონფერენცია: ,,სოციოლოგიის თანამედროვე პრობლემები’’ (ხარკოვი, 2008 წელი), შედარებითი ლიტერატურის პირველი საერთაშორისო კონფერენცია: “ლიტერატურა და კულტურა: ინტერტექსტუალური დიალოგები / პოსტკოლონიალური დისკურსი და პოსტკოლონიალური რეალობა” (2010 წელი), საერთაშორისო კონფერენცია: “ევროპა და კავკასია. რეგიონთშორისი ურთიერთობები და იდენტობის პრობლემა’’ (2011 წელი) და ა.შ. თამარ ბერეკაშვილის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: კულტურის ფილოსოფია, კულტუროლოგია, სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფია, სოციოლოგია და ა.შ. არის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის გაერთიანებული საბჭოს წევრი და ჟურნალ ”სემიოტიკის” მთავარი რედაქტორის მოადგილე.
შრომები:
- ჟორჟოლიანი გია და სხვა, დემოკრატიზაცია, თბ. 2001