Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პარმენ მარგველაშვილი
ფიზიკოსი
date of birth 1943

დაიბადა 1943 წლის 30 აპრილს. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: "ნეიტრალურ" – მეზონთა ფენომენოლოგიის ზოგიერთი პრობლემა",

1971-1975 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის ასისტენტი. 1993-2005 წლებში 55–ე საჯარო სკოლის დირექტორი. 1997-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1991-2007 წლებში თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის რექტორი

გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი  სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია. მათ შორის:

"დავით კაკაბაძის არქივიდან"(1988, 2001, 2009);

 "რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია"(1992);

 "ტაძარი, The Templ"(2000);

 "Shotha Rustaveli, მ. უორდროპის თარგმანის გამოცემა XVII ს. უცნობი მინიატურებით"(2005); "შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი"(2005);

"რუსთაველის მსოფლმხედველობა"(2008);

 მის მიერ არის გამოცემული (მისივე წინასიტყვაობით) დავით კაკაბაძის ნაშრომი "ქართული ჩუქურთმის გენეზისი".