ნანა მაჭავარიანი
ფილოლოგი
date of birth 1956
დაიბადა 1956 წელს, ქ. თბილისში.
1978 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.
1978-1981 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი.
1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში’’.
1983-1991 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი.
2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში (სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი)’’.
2006 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი;
2018 წლიდან არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი.
არის ქართველური და მთის იბერიულ-კავკასიური ენების მკვლევარი (განსაკუთრებით აფხაზურ-ადიღურ ენათა სტრუქტურის, ლექსიკისა და ისტორიის საკითხების კვლევა, ამ ენათა გრამატიკული წყობის ანალიზი ქართველურ ენებთან მიმართებაში).
არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 წიგნის ავტორი.
- აფხაზური ენის აფიქსები და მოდალური ელემენტები: (გრამატიკული მიმოხილვითურთ) რედ: ლ. ვაშალიძე. თბილისი: თსუ, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინსტ, 2020.
- აფხაზური ენის გრამატიკის საკითხები: აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების გათვალისწინებით: ტექსტებითა და ლექსიკონით/ რედაქტორი: ვ.შენგელია, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი- თბილისი 2017.
- აფხაზური ენის პრაქტიკული სახელმძღვანელო: გრამატიკული მიმოხილვა, ტექსტები, ლექსიკონი/ ნ.მაჭავარიანი, რ. ამიჭბა-მარღანია; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბ. სახელმწ. უნივერსიტეტი. თბილისი: თსუ, 2018.