ლეო მენაბდე
ფილოლოგი
date of birth 1924
დაიბადა 1924 წელს.
1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ასურელ მამათა საკითხისათვის’’.
1963 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ძველი ქართული მწერლობის კერები.’’
1970-2000 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრისა და რუსთაველის კაბინეტის (1994-2002) გამგე.
1985 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.
1994-2002 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების გამგე.
ლეო მენაბდეს გამოქვეყნებული აქვს 450-მდე სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 150-ზე მეტი სპეციალური გამოკვლევა, მათ შორის 14 წიგნი.
მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია "ძველი ქართული მწერლობის კერები" (ტ. I. 1962, ტ. II. 1980), რომელშიც შესწავლილია საქართველოს საზღვრებსა და მის ფარგლებს გარეთ (პალესტინა-სირია, ათონი, კონსტანტინეპოლი, პეტრიწონი და სხვ.) აღმოცენებული ქართული კულტურის კერების ისტორია, აღნუსხულია იქ შექმნილი წერილობითი ძეგლები.
ლეო მენაბდემ შეადგინა ლიტერატურულ-მხატვრული ძეგლებისა და სამეცნიერო გამოკვლევების 15 კრებული.
მისი ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოცემულია კაპიტალური კრებული "რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში" (ტ. I-IV, თბ., 1976-1988).
შეადგინა და რუსულ ენაზე გამოსცა "ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია (V-XVIII სს.)" (1982, 1987).
გარდაიცვალა 2002 წელს 77 წლის ასაკში.