ნოდარ ნათაძე
ფილოლოგი
date of birth 1929
დაიბადა 1929 წელს ქ. თბილისში.
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1965 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,რენესანსის პრობლემა ქართულ მწერლობაში’’.
1969 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.
1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
არის მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი:
რაც ვიცი: ფაქტები და ანალიზი, თბილისი: 2002.
სისხლიანი პარასკევი, თბილისი: 1991.
ერი და ეროვნული კულტურა, თბილისი: მეცნიერება, 1990.
სიტყვა და სახე, თბილისი: მეცნიერება,1986.
ვეფხისტყაოსნის ფილოსოფიური მოტივები, თბილისი: მეცნიერება, 1986.
მიზეზობრიობა და თავისუფლება, თბილისი მეცნიერება, 1983.
ადამიანი ადამიანთა შორის: ეთიკის საკითხები, თბილისი: 1979.
თომა აქვინელის ფილოსოფია, თბილისი: მეცნიერება,1973.
რუსთაველის მიჯნურობა და რენესანსი, თბილისი: 1966.