ალექსანდრე გობრონიძე
ისტორიკოსი
date of birth 1925
დაიბადა 1925 წლის 17 ოქტომბერს.
1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1986 წლიდან არის პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1987 წლიდან პროფესორი.
1991-1996 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე; მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, 1957–1964წწ. ლიხაურის საშ. სკოლის დირექტორად; 1964 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტი) დაწყებითი განათლების პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანად; 1975 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგე; იკვლევს პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის პრობლემებს; 2009 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში პროფესორ ალექსანდრე გობრონიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.
ბიბლიოგრაფია:
იაკობ გოგებაშვილი და აჭარა (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2000.
სწავლების საკითხები : ლექციების კურსი (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 1998.
აღზრდის საკითხები : ლექციების კურსი. დამხმ. სახელმძღვ. ლექტორ მასწავლებლებისა და სტუდ. (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 1993.
სკოლა გარდაქმნის გზაზე. - ბათუმი : საბჭ. აჭარა, 1987. - (ავტორი). - ბათუმი, საბჭოთა აჭარა, 1987.
ბავშვის ზნეობრივი აღზრდა ოჯახში (ავტორი). - ბათუმი, საბჭოთა აჭარა, 1974.
ცხოვრებასთან სკოლის კავშირის პრობლემა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკურ მოძღვრებაში. - თბ. : განათლება, 1965. - (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1965.
შრომები
- ბავშვის ზნეობრივი აღზრდა ოჯახში. ბათუმი, “საბჭოთა აჭარა”, 1974
- გოგებაშვილი და აჭარა. ბათუმი, “საბჭოთა აჭარა”, 1970
- კომუნიზმის მშენებელი ახალი ადამიანის ზნეობრივი აღზრდა. ბათუმი. “საბჭოთა აჭარა”. 1975
- მომავალ მასწავლებელთა მომზადება მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდისათვის. თბ., “საბჭოთა აჭარა”, 1984
- ცხოვრებასთან სკოლის კავშირის პრობლემა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკურ მოძღვრებებში. თბ., “განათლება”. 1965