Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გია მეფარიშვილი  
იურისტი
date of birth 1959

დაიბადა 1959 წელს, ბაღდათის რაიონში.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1987 წელს  მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1988 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე:  ,,პირადი ცხოვრების საიდუმლოებათა დაცვა სისხლის სამართლის პროცესში". ამავე წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1988-2009 წლებში იყო  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი.

2011 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების სრული პროფესორი.

გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სისხლის სამართლის პროცესის და იუსტიციის ორგანიზაციის პრობლემებზე (ქართულ, რუსულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე). მათ შორის, ორი მონოგრაფია.

ცხოვრება და კანონი, თბილისი.: სამართალი, 2008

სამართლის პუბლიცისტიკა, თბილისი.: უნივერსალი, 2014.