Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სავლე წერეთელი
    ფილოსოფოსი
    date of birth 1907

     დაიბადა 1907 წელს ამბროლაურის რაიონში, სოფ ჯვარისაში.
    1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი .
    1958 წლიდან ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია.
    1948-1957 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. 
    1948-1953 და 1957-1960 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი.
    სავლე წერეთლის სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენდა დიალექტიკურ-ლოგიკური სისტემის შექმნა, რომელიც ცნობილია უსასრულო დასკვნის თეორიის სახელწოდებით.
     ამ თეორიის ძირითადი პრინციპები ჯერ კიდევ 1947 წელს ჩამოაყალიბა, ხოლო 1965 წელს მონოგრაფიის სახით წარმოადგინა. 
    სავლე წერეთელი მრავალი ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორია, მათ შორის: 
    •    მეცნიერების კანონთა ბუნების შესახებ,  თბილისი: სახელგამი, 1955. 
    •    ლოგიკური კავშირის დიალექტიკური ბუნების შესახებ, თბილისი: სახელგამი, 1956.  
    •    რაციონალური მარცვალი ჰეგელის დასკვნით თეორიაში, თბილისი: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1959. 
    •    დასაბუთების საწყისი, თბილისი: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1963. 
    •    ანტიკური ფილოსოფია, თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1968. 
    •    ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში: სახელმძღვ. სტუდენტებისათვის  // ტ. 1: ანტიკური ფილოსოფია. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1973.