ზაზა შათირიშვილი
ფილოლოგი
date of birth 1966
დაიბადა 1966 წელს, ქ. თბილისში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და სამეცნიერო ინსტიტუტში.
2008-2009 წლებში მიწვეული მეცნიერის სტატუსით მუშაობდა ჩიკაგოს (აშშ) უნივერსიტეტში.
2009 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორია.
ზაზა შათირიშვილი არის რამდენიმე წიგნისა და ათეული სტატიის ავტორი კულტურის თეორიისა და ისტორიის, ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხებზე. მათ შორის:
საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისი: 2009.
კლასიკური ტრადიციის მცირე უწყება, თბილისი: მერანი, 2006.
ნარატივის აპოლოგია, თბილისი: 2005.
გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა,1915-1927, თბილისი: ლოგოს პრესი, 2004.