ირაკლი კოვზანაძე
ეკონომისტი
date of birth 1962
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
1987 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტურა.
1995 წელს ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ლონდონის უნივერსიტეტი, საერთაშორისო უმაღლესი საფინანსო და საბანკო სკოლა.
1988 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
1988-1999 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის კათედრის უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი,დოცენტი.
1998-2003 წლებში გაერთიანებული ქართული ბანკის გენერალური დირექტორი.
2003 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსებისა და კრედიტის კათედრის პროფესორია.
თანამედროვე საბანკო საქმე თეორია და პრაქტიკა, თბ.: 2014.
საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2001.