Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცისანა ბასილაშვილი
გეოგრაფი
date of birth 1941

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით. 1977 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სახალხო უნივერსიტეტი. 1990 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურსები. 1993 წელს თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის ინგლისური ენის კურსები.

1964 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ ინჟინრის, მეცნიერ მუშაკის, 1989 წლიდან წამყვან მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე, 2003 წლიდან იყო მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1968-1973 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა ქ. მოსკოვის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში. 1976 და 1995 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა იუნესკოს უმაღლესი საერთაშორისო ჰიდროლოგიური კურსები. შედგენილი აქვს სამეცნიერო-კვლევითი ანგარიში და 24 მეთოდური მითითება ორატიული პროგნოზირების შესადგენად, რომლებიც დანერგილია სახალხო მეურნეობის მნიშვნელოვანი ობიექტების მომსახურეობისათვის. ავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. შედგენილი აქვს მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის და მრავალფაქტორიან დამოკიდებულებათა განსაზღვრისა და შეფასების კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც გამოქვეყნებულია მსოფლიო მონაცემთა ცენტრში და გამოიყენება მეცნიერების სხვადასხვა დარგში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ჩამონადენის ანალიზი და გრძელვადიანი პროგნოზები", დაიცვა 1980 წელს (მოსკოვის ჰიდრომეტცენტრი);

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთის მდინარეთა ჩამონადენის პროგნოზირება (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 2002 წელს.

ბიბლიოგრაფია