ნუგზარ ბირკაია
იურისტი
date of birth 1950
1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1973-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფროს კონსულტანტად სისხლის სამართლის საქმეებზე. 1976 წლის აპრილში არჩეული იქნა ხონის რაიონის მოსამართლედ; 1979-1983 წლებში აირჩიეს საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ; 1984-1990 წლებში იყო ქ. თბილისის, საბურთალოს რაიონის მოსამართლე; 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით პირადი განცხადებით გავიდა სკკპ წევრობიდან; 1991-1999 წლებში იყო თბილისის, გლდანის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე; 1997 წლის 22 დეკემბერს დააფუძნა გაზეთი "სასამართლო", რაც ემსახურებოდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დაცვას საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის პირობებში; 1997 წლის 25 დეკემბერს დააფუძნა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია და არჩეულ იქნა მის პირველ პრეზიდენტად; 1997-1999 წლებში როგორც საერთაშორისო ისე ქვეყნის ხელისუფლების დონეზე აქტიურად იცავდა ქართველ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და მათთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის დაუშვებლობას; 2001 წლის აპრილში საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრთა მე-15 საარჩევნო კონფერენციის მიერ ნ. ბირკაია არჩეულ იქნა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ; 2001 წლის დეკემბერში ნ. ბირკაიამ დააფუძნა გაზეთი "ადვოკატი და მართლმსაჯულება", რომელიც 2002 წლის ივლისიდან გადაკეთდა ამავე დასახელების ჟურნალად; 2001-2005 წლებში როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციის წევრი სახელმწიფოს საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე მონაწილეობას იღებდა ადვოკატთა ასოციაციის კონფერენციებში ბულგარეთში ქ. სოფიაში, რუმინეთში ქ. ბუქარესტში, თურქეთში ქ. ანკარასა და ქ. სტამბულში; მისი თაოსნობით 2003 წლის 5 სექტემბერს ქ. მოსკოვში ხელი მოეწერა მოსკოვის ადვოკატთა საქალაქო კოლეგიასა და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმს შორის დადებულ ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, ხოლო 2004 წლის 25 თებერვალს საქართველოს ადვოკატთა კოლეგია ადვოკატთა საერთაშორისო გაერთიანების წევრი გახდა; 2003 წლის ოქტომბერში ევროსაბჭოს ეგიდით საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის დელეგაცია ნ. ბირკაიას ხელმძღვანელობით ეწვია ლონდონისა და უელსის ადვოკატთა საბჭოს; 2004 წლის აპრილში საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრთა მე-16 საარჩევნო კონფერენციის მიერ ნ. ბირკაია კვლავ არჩეულ იქნა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ; დააფუძნა და ხელმძღვანელობს ამხანაგობას - "საქართველოს ადვოკატთა კოლეგია" (2006). მისი წერილები, მოხსენებები და სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდება სხვადსხვა ჟურნალებში. მინიჭებული აქვს პირველი კლასის კვალიფიკაციის მოსამართლის წოდება (1994). ადვოკატი.
ადვოკატურა საქართველოში, თბ.: მერიდიანი, 2017.