გურამ თოფურია
ენათმეცნიერი
date of birth 1930
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.
1957 წლიდან არის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1960-1966 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი;
1966 წლიდან მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1973-1987 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;
1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების გამგე;
გურამ თოფურია იყო ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (დაღესტნური) ენათა მკვლევარი;
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში", დაიცვა 1988 წელს.
2000 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. ასევე არის არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემიის გამარჯვებული.
- იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ბიბლიოგრაფია, თბ.: საჩინო, 2016.
- იბერიულ-კავკასიურ ენათა ლინგვისტური ბიბლიოგრაფია, თბ.: [გ.გ], 2014.
- ლეზგიური ზმნის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები. კიურიული და ახტის დიალექტების მონაცემთა მიხედვით, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1959.