დავით ნარმანია
ეკონომისტი
date of birth 1979
დაიბადა 1979 წლის 7 მარტს, ზუგდიდის რაიონ, სოფელ კოკში.
2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ბიზნესის მართვის სპეციალობით .
1998 წელს გახდა ჯორჯ შულცის სახელობის სტიპენდიანტი.
1999-2001 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ეკონომიკური განათლების პროგრამის კოორდინატორი;
2001-2003 წლებში საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროების უფროსი სპეციალისტი და სამინისტროს სათათბირო ორგანოს მდივანი;
2003-2004 წლებში საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი;
2004-2005 წლებში კომპანია "ბიზნეს კონსტალტინგის ჯგუფის" გენერალური დირექტორი;
2012-2014 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
2014-2017 წლებში ქ. თბილისის მერი.
2017 წელს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად.
ნარმანია დ., ფარესაშვილი ნ., რისკ-მენეჯმენტი ბიზნესში: [სახელმძღვანელო], თბ.: უნივერსალი, 2012.