იუზა ევგენიძე
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1943
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს.
1969 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1993-2006 წლებში იყო აკაკი წერეთლის კაბინეტის გამგე; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები: "ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ისტორიისათვის"(1977), "ვაჟა-ფშაველა"(ცხოვრებისა და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები, 1982), "ქართული რომანტიზმის საკითხები" (1982), "გრიგოლ ორბელიანი"(1995); მისი თანაავტორობითა და მონაწილეობით გამოცემულია არაერთი წიგნი და კრებული, მათ შორის - "ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის" (ტ. II, 2003) სახელმძღვანელო; 1966 წელს გერმანიაში, ჟურნალ "გეორგიკაში" დაიბეჭდა მისი ნარკვევი "ვაჟა-ფშაველას მრწამსის საკითხი გრიგოლ რობაქიძის ნააზრევში", ხოლო ვატიკანში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა ნაშრომები "ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების თემატიკა"(2006) და "ვაჟა-ფშაველას პოეზიის რაინდული სული" (2008).
1995 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, 1997 წლიდან პროფესორი.
2003 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.