სულხან აბდალაძე
ისტორიკოსი
date of birth 1930
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1972 წლიდან მუშაობდა ჯერ წიგნის სახელმწიფო პალატაში სამნეო ნაწილის გამგედ, შემდეგ საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სახალხო უნივერსიტეტის სამეცნიერო მეთოდიკურ კაბინეტში უფროს მეთოდისტად. ლიტერატურული მოღვაწეობა 1953 წლიდან დაიწყო. პირველი ლექსი მან ალმანახ "ლიტერატურულ აფხაზეთში" გამოაქვეყნა. შემდგომ პერიოდში ს. აბდალაძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა და გამოდიოდა ცალკე წიგნებად. მისი პოეტური კრებულები სავსეა მდიდარი პოეტური ხიბლითა და საოცარი გულწრფელობით.