გიორგი ბადრიძე
დრამატურგი
date of birth 1928
1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1954 წელს მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა.
1954–1962 წლებში მუშაობდა გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მოსკოვის კორესპონდენტად; 1962–1964 წლებში საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ რედაქტორად; 1954 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები ქართული მხატვრული ფილმებისათვის: "ჩარი რამა"(1974), "კავკასიელი ტყვე"(1975), "აიშიკ-ყარიბი"(1988), საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი ფილმი "XXI საუკუნე და.."(1988) "კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის"(1982) "ვინ არის მეოთხე" (1984), "ისინი" (1992), "და სასახლეში ვპოვებ სიყვარულს"(1992). მისი სცენარებით შექმნილია სატელევიზიო ფილმები: "მეარღნე", "ხაბაზები". გადაღებულია ფილმებში: "არ დაიდარდო", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "პეტროვკა 38", "თბილისი და თბილისელები".
1980 წლიდან არის საქართველოს დამსახურებული მოღვაწე, 1998 წლიდან თბილისის საპატიო მოქალაქე.