Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი ბაინდურაშვილი
ფსიქოლოგი
date of birth 1924

 (1924-2003) - ფსიქოლოგი

 

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით.

1954–1960 წლებში იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, 1960–1968 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1980-2003 წლებშიხელმძღვანელობდა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კათედრას. კვლევით მუშაობას ეწეოდა ზოგად, საინჟინრო, შემოქმედების, ასაკობრივ და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში, მაგრამ უმთავრესი ადგილი მის მეცნიერულ საქმიანობაში ეკავა ფსიქოლინგვისტიკას, კერძოდ სახელდების პრობლემატიკას, რომლის სხვადასხვა ასპექტებს იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამუშავებდა და რომლის ცნობილ სპეციალისტადაც იყო მიჩნეული. დაამუშავა სახელდების პრობლემა, მისი ზოგადფსიქოლოგიური და საინჟინრო ფსიქოლოგიური ასპექტები, შეიმუშავა მეტყველებითი ნიშნის ფსიქოლოგიური თეორია; მის ნაშრომებს ამჟამადაც მოიხსენიებენ სახელდების პრობლემაზე მომუშავე უცხოელი მეცნიერები. ყველა საკავშირო ფსიქოლოგთა ყრილობისა და მრავალი საკავშირო კონფერენციის, ფსიქოლოგთა XIX, XXI და XXII საერთაშორისო კონგრესების მონაწილე. 1971 წელს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პრემია.

ბიბლიოგრაფია