რატი ამაღლობელი
პოეტი
date of birth 1977
2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. რატი ამაღლობელის ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ ლიტერატურულ გამოცემებში. 2005-2010 წლებში იყო საზოგადოებრივი რადიოს ლიტერატურული გადაცემის, "ხმების ისტორია" წამყვანი . 2010-2011 წლებში - ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" რედაქტორი.
2006 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია ,,საბა’’ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის: ,,წრე’’ - წიგნში შესულია 2003-2005 წლებში დაწერილი ლექსები.