როსტომ ბეჟანიშვილი
მწერალი
date of birth 1931
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1957–1961 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში" რედაქტორად; 1965–1970 წლებში კითხულობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1970 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1973 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1978 წლიდან პროფესორი.
შრომები:
- გარეუბნელი მეზობლები: მოთხრობები, თბ.: ნაკადული, 1960.
- გულაღმა მოთიბულ ბალახზე: მოთრობები, თბ.: საბჭოთა მწერალი, 1961.
- ერთტომეული: ნოველები, მოთხრობები, რომანი, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1982.
- იისფერი თოვლი: ლიტერატურული წერილები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1977.
- ლილოჭრელი, თბ.: ნაკადული, 1977.
- მოთხრობები, თბ.: საბჭოთა მწერალი, 1957.
- მშვიდობა სახლსა ამას: რომანი, თბ.: მერანი, 1984.
- ნიკო ლორთქიფანიძე, თბ.: მერანი, 1969.
- სამამულე რქა: რომანი, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1973.
- სამასი არაგველი: მოთხრობა, თბ.: ნაკადული, 1971.
- უკანასკნელი გადასარბენი: მოთხრობა, თბ.: მერანი, 1973.
- ჩვენი უკანასკნელი თამაში: რომანი, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1963.
- შურისგების კალო: რომანი, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1969.
- ჯარისკაცის ბედი: რომანი, თბ.: საბჭოთა მწერალი, 1954.