Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვახტანგ ბადაგაძე
მათემატიკოსი
date of birth 1932

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1958 წელს ასპირანტურა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.

1958 წლიდან იყო ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1961-1968 წლებში სწავლული მდივანი; 1968-1971 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-1982 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრას; 1982 წლიდან იყო ამ კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სასრულსხვაობიანი ალგორითმების აგება და კვლევა. კერძოდ, შეისწავლიდა მეორე რიგის ელიფსური ტიპის დიფერენციალური განტოლებების რიცხვით ამოხსნებს; ასეთი ტიპის განტოლებების აპროქსიმაციას; აგებდა ამ განტოლებებისათვის სხვაობიან სქემებს; აზუსტებდა განშტოებადი შემთხვევითი პროცესების ზოგიერთ თეორემას; განსაზღვრავდა და იკვლევდა რიტცის კანონიკური განტოლებებიდან მწკრივის კორექტირების კოეფიციენტებს; ვ. ფადეევის მეთოდის გამოყენებით განიხილა დირიხლეს ამოცანა პუასონის მრავალგანზომილებიანი განტოლებისათვის; იგი შეისწავიდა ზოგიერთ ვარიაციულ ამოცანას. 1964 წლიდან არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 2006 წლიდან პროფესორი.

შრომები:

  • წრფივი ალგებრის გამოთვლითი მეთოდები: ლექციების კურსი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1983.

ბიბლიოგრაფია