იასონ ბადრიძე
ბიოლოგი
date of birth 1944
1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
1968-1976 წლებში იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1976 წლიდან ზოოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანების ქცევისა და ეკოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1997 წლიდან გარემოს დაცვის ინსტიტუტის კონსერვაციული ბიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტყვეობაში გაზრდილ მსხვილ მტაცებელ ძუძუმწოვართა ბუნებაში რეინტროდუქცია. პრობლემა და მეთოდი", დაიცვა 1997 წელს.