Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ნოდარ გურეშიძე
    პოეტი
    date of birth 1927

    1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

    1966-1967 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი; 1987-1989 წლებში მწერალთა კავშირის ლიტფონდის დირექტორი; 2001-2003 წლებში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1946 წლიდან აქვეყნებდა ლექსებს; ავტორია პოეტური კრებულებისა: "ჩემი გაზაფხული"(1955), "შინ და გარეთ"(1959), "მიწა და ვარსკვლავები"(1962), "გუშინ, დღეს, ხვალ"(1974), "გზა"(1985), "სამადლობელი"(1986); პროზაული ნაწარმოებებისა: "მეგობრობის თვალით"(1956), "დღეები და ქალაქები"(1964); თარგმნა უცხოელ ავტორთა ნაწარმოებები, მათ შორის: უნგრელი მწერლის იმრე მადაჩის დრამატული პოემა "ადამიანის ტრაგედია"(1984); მისი ლექსები თარგმნილია უცხო ენებზე.

    შრომები:

    • დღეები და ქალაქები: [საზღვარგარეთ მოგზაურობის შთაბეჭდილებები], თბ.: ლიტერატურა და ხელოვნება, 1984.
    • კი და არა: ლექსები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1989.
    • ლექსები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1982.
    • ლექსები, თბ.: ლიტერატურა და ხელოვნება, 1967.
    • მიწა და ვარსკვლავები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1962.

    ბიბლიოგრაფია