ნინო დარბაისელი
ფილოლოგი
date of birth 1961
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ნინო დარბაისელის ფართო დებიუტი შედგა 1977 წელს ქართული პოეზიის ყოველწლიურ ანთოლოგიაში "პოეზიის დღე". 1984-1989 წლებში მუშაობდა მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში ქართული ენის პედაგოგად, მეთოდისტად. 1990-1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის გამომცემლობა "მეცნიერების" მთავარი რედაქტორი; 1994-1997 წლებში საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიური სახლის" დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-საგამომცემლო დარგში. 1999 წლიდან არის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2000 წლიდან მუშაობს "გალაკტიონის კვლევის ცენტრში"; 2001 წლიდან არის ყოველწლიური სამეცნიერო პუბლიცისტური კრებულის "გალაკტიონოლოგიის" პასუხისმგებელი მდივანი. შეყვანილია ცნობარში "Who is Who among World Business and Art Women" (2002).
1992 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "ქართულ ვერლიბრი".