ბეჟან ჯავახია
ისტორიკოსი
date of birth 1957
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ასპირანტურა 1986 წელს.
1979 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს კულტურის სამინისტროში მეთოდისტად; 1986 წელს დაიცვა დისერტაცია მსოფლიო ისტორიის სპეციალობით; 1986 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კათედრაზე ჯერ მეცნიერ-თანამშრმლის, შემდეგ კი - დოცენტის თანამდებობაზე; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოხელი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი სენაკის №89 საარჩევნო ოლქიდან, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2006-დან 2013 წლის მარტამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის სრული პროფესორის თანამდებობაზე, ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების ისტორიის დეპარტამენტს.