ლილი ხევსურიანი
ფილოლოგი
date of birth 1932
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფილოლოგიის სპეციალობით.
1956-1957 წლებში იყო კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის საშუალო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი, 1959-1968 წლებში - საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოგრაფი, უფროსი ბიბლიოგრაფი, რეტროსპექტული ბიბლიოგრაფიის სექტორის გამგე, 1968-1972 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი ბიბლიოგრაფი, 1972-1975 წლებში - უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1975-1987 წლებში - ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1989-2004 წლებში - კოდიკოლოგიისა და ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 2005-2020 წლებში ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.