გრიგოლ ხერხეულიძე
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1916
1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იკვლევდა უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიას და ქართული პოეზიის აქტუალურ პრობლემებს. მისი ძირითადი ნაშრომებია: "გიორგი ლეონიძე"(1959), "თანამედროვეობა და პოეზია" (1965), "თანამედროვე ქართული პოეზია" (1977) და სხვა. 1973 წლიდან არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.