Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    რეზო ხუციშვილი
    ისტორიკოსი
    date of birth 1949

    1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

    1975-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო არქივებში მეცნიერ მუშაკის თანამდებობიდან რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემდე. 1994 წლიდან არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო 2001 წლიდან პროფესორი. 2001-2008 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2009-2011 წლებში კომპიუტერული ფირმა "გურიან-სოფტ თბილისის" დირექტორი. 2004 წლიდან მფლობელია და ავტორი ვებ-საიტის "ქართული გენეალოგია", რომელმაც 2007 წლის ეროვნულ ინტერნეტ-კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. მიღებული აქვს გრანტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან: 1997 და 1998 წლებში საერთაშორისაო კვლევებისა და გაცვლების საბჭოდან (ვაშინგტონი); 2003 წელს ბუდაპეშტის ევროპული უნივერსიტეტიდან; 2006 წელს ბრიტანეთის მუზეუმიდან.   2002 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით, საქართველოში საარქივო დარგის განვითარების ნაყოფიერი სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისა და ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

    ბიბლიოგრაფია