მანანა წერეთელი
მწერალი
date of birth 1960
1985 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, შემდეგ – რელიგიის ისტორიის ფაკულტეტი.
1985-1994 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში.1994 წლიდან ჟურნალ "საქართველოს სამედიცინო მოამბის" რედაქციაში კორესპონდენტად. 1996 წლიდან გაზეთ "მედიცინის" კორესპონდენტა. 2000-2005 წლებში ამავე გაზეთის პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი - რედაქტორის მოადგილედ; ხელმძღვანელობდა რამდენიმე რუბრიკას, მათ შორის: "მართლმადიდებლის კუთხე", "ჩვენი სტუმარი", "მედიკოსები ხელოვნებაში" და სხვა. გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური, მხატვრული და შემეცნებითი წერილები პერიოდულ პრესაში; გამოცემული აქვს წიგნი: "ცისა, ლექსო და ეს სამყარო", საბავშვო მოთხრობა "სიკეთის მზე" დაიბეჭდა წიგნში სერიით "ქართული საუნჯე ბავშვებს", სამი მოთხრობა დაიბეჭდა პერიოდულ ჟურნალ "დილაში". მოთხრობა "წრიპისა და წრუპის უჩვეულოდ თბილი ზამთარი" დაიბეჭდა საკონკურსო წიგნში "ბუკნაჭო".