ნესტან სულავა
ფილოლოგი
date of birth 1948
1972 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოოგიის განყოფილება. 1975 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „რუსთაველი და ძველი ქართული სასულიერო პოეზია“, სადოქტორო დისერტაცია კი დაიცვა 1998 წელს თემაზე „მე-12-13 საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფიის მხატვრული სპეციფიკა“, 1976-1984 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, ასევე ამ ინსტიტუტის სწავლული მდივანი. 1990-1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მოწვეული ლექტორი. 1999-2006 წლებში - წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 2009 წლიდან კი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის, ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო შრომების ავტორი.