Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენცია - „იმპერიიდან ოკუპაციამდე“

2022 წლის 24 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მართავს სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციას - „იმპერიიდან ოკუპაციამდე“.

სამუშაო თემებია:
საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ინტელექტუალური, სოციალური და კულტურული ისტორია (1880-1921 წწ);

რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური ისტორია (1881-1921 წწ);

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ საკონფერენციო მოხსენების
თეზისები არაუგვიანეს 2022 წლის 17 თებერვლისა.

 

მონაწილეობის მსურველებმა თეზისები, დასრულებული ნაშრომები და შეკითხვები გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე:

Giorgi.Javakhishvili@tsu.ge

ნაშრომის გაფორმების წესი :
ფონტი - sylfaen
შრიფტი - 11
დაშორება - 1.5
ნაშრომის მოცულობა - მინ. 1800, მაქს. 2500 სიტყვა