Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიტყვარი - ახალი გამოცემის პრეზენტაცია

სიტყვარი - ახალი გამოცემის პრეზენტაცია

24 დეკემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ,,სიტყვარის'' - პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის ახალი გამოცემის პრეზენტაცია.

ახალი გამოცემა მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ლია ქაროსანიძემ.

მომხსენებელი: ლია ქაროსანიძე.

პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენა,სადაც წარმოდგენილი იქნება 1918-1921 წლებში გამოცემული ლექსიკონები და სახელმძღვანელოები, რომლებიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.