Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენცია - „100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან“

2021 წლის 2 ივნისს საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა მართავს სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციას - „100 წელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციიდან“.

კონფერენციის სამუშაო თემებია:

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ისტორია (1918-1921 წწ.);

რუსეთის რევოლუციის ისტორია (1917-1921 წწ.);

კავკასიის ქვეყნების ისტორია (1918-1921 წწ.);

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ საკონფერენციო მოხსენების
თეზისები არაუგვიანეს 2021 წლის 15 მაისისა.


საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა 2021 წლის 25 მაისი. მონაწილეობის მსურველებმა თეზისები, დასრულებული ნაშრომები და შეკითხვები გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე:
Giorgi.Javakhishvili@tsu.ge

ნაშრომის გაფორმების წესი :
ფონტი - sylfaen
შრიფტი - 11

დაშორება - 1.5
ნაშრომის მოცულობა - მინ. 1800, მაქს. 2500 სიტყვა