Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Museum Exponats
Invetor Number
ცალყურა კათხა

ცალყურა კათხა, მოყავისფრო-მონაცრისფრო, შემკულია შვერილითა და ამორარული სამკუთხედებით, წიწვისებრი ორნამენტით. სიმაღლე-10,3სმ. პირის დმ- 10,5 სმ. მუცლის დმ-2,7 სმ, ძირის დმ-5 სმ.

ახალციხის რაიონი, სოფელი აწყური. 2005 წელი.

რესტავრირებული.

ცალყურა ბადია

ცალყურა ბადია, მორუხო მოყავისფრო, პირმოყრილი. შემკულია რელიეფური ორნამენტითა და ამოკაწრული რომბებით, ჭდეებით. სიმაღლე-9,5 სმ. პირის დმ- 18,5 სმ. მუცლის დმ- 21,4 სმ, ძირის დმ-6,8 სმ.

ახალციხის რაიონი, სოფელი აწყური. 2005 წელი. გორასამარხი N 2.

რესტავრირებული.

პირფართო, ცალყურა ჭურჭელი

პირფართო ცალყურა ჭურჭელი, მოშავო-მოყავისფრო, შემკულია შვერილითა და ამოკაწრული ერთმანეთში ჩახაზული სამხუკთხედებითა და წიწვური ორნამენტით. სიმაღლე-6,9 სმ. პირის დმ- 2 სმ. მუცლის დმ-16,8 სმ, ძირის დმ-5,2 სმ.

ახალციხის რაიონი სოფელი აწყური. 2005 წელი. გორასამარხი N 2.

თიხის ქილა

ქილა, თიხის შავპრიალა, სამ მხარეს მინიატურული, გვერდებზე გაბრტყელებული, შვერილისებრი ყურებით. სიმაღლე-18,5 სმ. პირის დმ- 12,2 სმ. მუცლის დმ-18,4 სმ, ძირის დმ-8,4 სმ.

პირფართო, ცალყურა ჭურჭელი

პირფართო, ცალყურა ჭურჭელი, მორუხო-მოყავისფრო, შემკულია შვერილითა და ამოღარული ორნამენტით. სიმაღლე-21,7 სმ. პირის დმ- 14,4 სმ. მუცლის დმ-20,5 სმ, ძირის დმ-7,7 სმ.

ახალციხის რაიონი, სოფელი აწყური, გორასამარხი N 2, 2005 წელი.

პირფართო, ცალყურა ჭურჭელი

პირფართო, ცალყურა ჭურჭელი, მოშავო-მოყავისფრო, შემკულია რელიეფური ხაზებითა და შვერილით. სიმაღლე-21 სმ. პირის დმ- 17 სმ. მუცლის დმ-9,2 სმ, ძირის დმ-8,2 სმ.

ახალციხის რაიონი, სოფელი აწყური, გორასამარხი N 2, 2005 წ.

პირფართო, ცილინდრულყელიანი, შავპრიალა ჭურჭელი

პირფართო, ცილინდრულყელიანი, შავპრიალა ჭურჭელი. შემკულია ზემოთ აცქვეტილი შვერილებითა და ამოკაწრული ორნამენტით. სიმაღლე-28,8 სმ. პირის დმ - 18სმ. მუცლის დმ-22,1 სმ, ძირის დმ-15 სმ.

ახალციხის რიონი სოფელი აწყური, გორასამარხი N 2, 2005 წელი.

კრატერის ფირმის ორყურა ჭრჭელი

კრატერის ფორმის ორყურა ჭრჭელი, მორუხო-მოყავისფრო, შემკული, ამოკაწრული ორნამენტით. სიმაღლე-25,5 სმ. პირის        დმ- 25,3სმ. მუცლის დმ-25 სმ, ძირის დმ-13 სმ.

ახალციხის რაიონი, სოფელი აწყური, გორასამარხი N 2, 2005 წელი.

თიხის ჭურჭლის მხრის ფრაგმენტი

თიხის ჭურჭლის მხრის ფრაგმენტი , ღია-ყავისფერი. ფრაგმენტი შემკულია რელიეფური და ამოღარული სარტყლებით, ასევე, წიწვისებური ორნამენტით.

აღმოჩენის ადგილი უცნობია. 

მდგომარეობა - ნორმალური.

ქილის ყელის, მხრის ფრაგმენტი

ქილის პირ-ყელისა და მხრის ფრაგმენტი. მორუხო მოყავისფროდ გამომწვარი ფრაგმენტი შემკულია რელიეფური და ამოღარული სარტყლებით და წიწვისებური ორნამენტით. პირის დმ - 15,1 სმ. 

ქილის ყელის, მხრისა და მუცლის ფრაგმენტი

ქილის ყელის, მხრისა და მუცლის ფრაგმენტი, მოშავო-მოყავისფრო ზედაპირით ფრაგმენტი შემკულია კოპებით, ამოკაწრული ხაზებითა და წერტილოვანი ორნამენტით.

აღმოჩენის ადგილი უცნობია. 

მდგომარეობა - ნორმალური. 

თიხის ჭურჭლის მხრის ფრაგმენტი

თიხის ჭურჭლის მხრის ფრაგმენტი, ზედაპირი შავპრიალა, ვარდისფერი სარჩულით. ფრაგმენტი შემკულია რელიეფური და ამოკაწრული ხაზებით, ასევე, წერტილოვანი ორნამენტით.

აღმოჩენის ადგილი უცნობია.

მდგომარეობა - ნორმალური. 

თიხის ჭურჭლის მხრის ფრაგმენტი

თიხის ჭურჭლის მხრის ფრაგმენტი, შავპრიალა, ვარდისფერი სარჩულით. ფრაგმენტი შემკულია ამოკაწრული ხაზებითა და წერტილოვანი ორნამენტით.

აღმოჩენის ადგილი უცნობია. 

მდგომარეობა - ნორმალური.

თიხის ჭურჭლის, მხრისა და მუცლის ფრაგმენტი

თიხის ჭურჭლის, მხრისა და მუცლის ფრაგმენტი. შავპრიალა, მოწითალო სარჩულით. ფრაგმენტი შემკულია რელიეფური და ამოღარული ორნამენტით.

თიხის ქილის მხრისა და გვერდის ფრაგმენტები

თიხის ქილის მხრისა და გვერდის ფრაგმენტები, 3 ცალი. შავპრიალა, მოწითალო სარჩულით. ფრაგმენტები შემკულია ჰორიზონტალური ხაზებით, ჯვრის ფორმის ორნამენტითა და სამკუთხედებით, რომელიც შევსებულია წერტილოვანი ორნამენტით.

ღმოჩენის ადგილი უცნობია. 

მდგომარეობა - ნორმალური.

თიხის დერგის მხრისა და მუცლის ფრაგმენტები

თიხის დერგის მხრისა და მუცლის ფრაგმენტი , შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი. შემკულია დაბალი კოპებითა და ტალღური ნაპრიალებით. კონცენტრული და შვეული ხაზებით.

აღმოჩენის ადგილი - არჩია. ყორღანი N1.

თიხის დერგის ყელის, მხრისა და მუცლის ფრაგმენტები

თიხის დერგის ყელის, მხრისა და მუცლის ფრაგმენტები, 2 ცალი, შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი . ფრაგმენტებზე შემორჩენილია გველის რელიეფური გამოსახულება.

დერგის ყელის, მხრისა და მუცლის ფრაგმენტები

დერგის, ყელის, მხრისა და მუცლის ფრაგმენტები, 9 ცალი, შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი, ფრაგმენტები შემკულია კოპებით, ფოსოებით და გველის რელიეფური გამოსახულებებით.

აღმოჩენის ადგილი - აღჩია. ყორღანი N1.

მდგომარეობა - ნორმალური.

თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები

თიხის ჭურჭლის მუცლის ფრაგმენტები, 40 ცალი. შავი, სარკისებურად გაპრიალებული. მხრის ერთ ფრაგმენტზე ორი ამოღარული ხაზია შემორჩენილი.

ტოლჩის ყურის ფრაგმენტი

ტოლჩის ყურის ფრაგმენტი, შავი, ყური ბრტყელგანიკვეთიანი. 

აღმოჩენის ადგილი უცნობია. 

მდგომარეობა - ნორმალური.