Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კულტურის კვლევების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

 

ინსტიტუტის მიზნებია: კულტურის კვლევათა სფეროში კონკურენტუნარიანი და მაღალკვალფიციური სპეციალისტების მომზადება სწავლების სამივე საფეხურზე; კულტურის კვლევების შედარებით ახალი დარგის შემდგომი განვითარება უნივერსიტეტში; მეცნიერული კვლევის შედეგებზე დამყარებული სასწავლო კურსების შემუშავება და დანერგვა; უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის პრიორიტეტული პრობლემატიკის განსაზღვრა კულტურის კვლევათა სფეროში; მკვლევართა და პედაგოგთა ახალი კადრების მომზადება; საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ცენტრებთან ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება; საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში სტუდენტთა მონაწილეობის ხელშეწყობა; სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს შექმნა; სტუდენტისა და პროფესორის აკადემიური თავისუფლების დაცვა; სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიული ფასეულობების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა. სამეცნიერო კვლევების მიმართულებებია: კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, მრავალკულტურულ გარემოში იდენტობის ფორმირების პრობლემები, ინტერკულტურული ურთიერთობები, მეხსიერების ფორმირებისა და მეხსიერების პოლიტიკის კვლევები.