Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამრეწველო ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორი Fabrication Laboratory (FabLab) - ეს არის სრულიად ინოვაციური დაწესებულება ქართულ რეალობაში. მისი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. 

სამრეწველო ლაბორატორია, რომელიც, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა, თსუ-ს სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს იდეები, შექმნან სასურველი პროდუქციის პროტოტიპები და პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი Start-Up ბიზნესის დასაწყებად.

FabLab TSU - სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს ბიზნესანალიტიკოსებთან კონსულტაციებს, შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, მუშაობას გრაფიკოსებთან და სპეციალურ ტექნიკურ პერსონალთან. 

FabLab TSU-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქციის ნახაზები; შემდეგ კი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით უსასყიდლოდ შექმნან პროდუქტის პროტოტიპები. 


ფაბლაბში არსებული დანადგარები:

Epilog Fusion - ლაზერული დანადგარი 

3D სკანერი

3 განზომილებიანი პრონტერი: uPrint 3D

UV Printer A3 მყარ, ბრტყელ ზედაპირზე ულტრაიისფერი სხივით ბეჭდვა/ლამინირება

Model 150A ფორმირების დანადგარი

3 განზომილებიანი პრინტერი: Dual Extruder

CNC დანადგარი


მისამართი: უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, მესამე სართული. 
ტელ.: +995 571626320; 
           +995 571010503